ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ 2022 წლისთვის, პირველ რიგში, უარი უნდა თქვათ ტანსაცმელზე, რომელიც ცხოველების მსგავსი პრინტით იქნება შექმნილი. ამიტომაც, ყველა ფერის ტანისამოსის ჩაცმა, რომელიც ასოცირებული იქნება ვეფხვთან, იაგუართან, ასევე ბალახისმჭამელ ზებრასა და ჟირაფთან, სხვა წლისთვის უნდა გადადოთ.
თუ გაინტერესებთ პასუხი კითხვაზე, რა ჩავიცვათ ახალ, 2022 წელს, დაფიქრდით იმაზე, თუ რისის წელი მოდის. ცისფერი (ან შავი) წყლის ვეფხვი, რა თქმა უნდა, უპირატესობას ანიჭებს ფერებს, რომელიც მასთან ახლოსაა, ამიტომც საუკეთესო არჩევანს გააკეთებთ შემდეგ ფერებში: ლურჯი, ცისფერი, ფირუზისფერი, შავი, ყავისფერი, მწვანე, ქვიშისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და ბრინჯაოსფერი.
მოდის სამყაროს წარმომადგენლები და ასტროლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ ვერცხლისფერი ელფერი, განსაკუთრებით მეტალის ფერი, ზამთარში პოპულარული იქნება და ვეფხვს ეს ძალიან მოეწონება. არ უნდა ჩაიცვათ ნათელი და გაჯერებული ფერების ტანსაცმელი, მაგრამ დასაბალანსებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ აქსესუარები და ფეხსაცმელი. მჟავე და ნეონის ელფერი დაივიწყეთ, ეს ვეფხვს შეაშინებს და შესაძლოა, გააბრაზოს კიდეც.
როცა ჩაცმულობაზე ფიქრობთ, ასევე მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ რა არის თქვენთვის პრიორიტეტული და რას გინდათ მიაქციოთ ყურადღება მომავალ წელს. თუ გსურთ ფინანსური სტაბილურობა, მაშინ უმჯობესია ოქროსფერი და ვერცხლისფერი ჩაიცვათ. კარიერული წარმატებისთვის აირჩიეთ შავი ან ლურჯი. პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ფირუზისფერი ან ქვიშისფერი.