ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 25 და 27 წლის ახალგარზდები გარდაიცვალნენ, ხოლო შუახნის მამაკაცი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.