"ინფო რუსთავის" მიერ გუშინ გაჟღერებულ მეგობრობის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემას კომპანია "რუსთავის წყალი" გამოეხმაურა. აღნიშნულ მისამართზე დღეს წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობა, რის გამოც წყალმომარაგება შეწყვეტილი ქონდა ცურტაველის მხარეს: მეგობრობის ქ. N 1-დან N 27-ის ჩათვლით, თბილისის ქ. შევჩენკოს ქ. ვახუშტის ქ. თავგორაშვილის ქ. მარჯანიშვილის ქ. 9-ძმა ხერხეულიძის ქ. ვ. / ფშაველას ქ. მაჩაბელის ქ. გზირიშვილის ქ. ფალიაშვილის ქუჩის ლუწი რიცხვები, გურამიშვილის ქ. ლერმონტოვის ქ. მაცხოვრებლებს. აღნიშნულ მისამართზე ამ დროის ინფორმაციით, სამუშაოები დასრულებულია და წყალმომარაგება აღდგენილია. წყალი არ მიეწოდება მხოლოდ მეგობრობის ქუჩის N16 ბინას სადაც სამუშაობი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. წაყალმომარაგების აღდგენა აღნიშნულ მისამართზე 18:00 საათამდე მოხდება.
მეგობრობის ქ. N 43 ბინასთან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით კი 10:30 დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება მეგობრობის ქ. N 31-დან N 49-ის ჩათვლით, თოდრიას ქუჩას თავისი ჩიხებით, კლდიშვილის ქ. N 4, N 10, N 12, N 14, ლესელიძის ქ. N 28, N 30 შეუწყდა.