იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება უკლებლივ ყველა სერვისი.
ფილიალები მხოლოდ 1 და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს არ იმუშავებენ. რაც შეეხება შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.