რუსთავის კოვიდკლინიკაში 2 პაციენტი გარდაიცვალა

2021-12-27 19:26:16

რუსთავში გასული სამი დღის განმავლობაში კორონავირუსს 2 პაციენტი ემსხვერპლა.

ორივე მათგანი მკურნალობას მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადიოდა. როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტებს შორის ერთი 76 წლის ქალი, ხოლო მეორე 62 წლის მამაკაცი იყო. ორივე მათგანს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები.

რაც შეეხება ცენტრალურ საავადმყოფოს და კლინიკა "რუსთავს", ბოლო სამი დღის განმავლობაში ამ სამედიცინო დაწესებულებებში გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები