რამდენი ადანიანია აცრილი რუსთავში

2021-12-27 18:27:51

რუსთავის სრული მოსახლეობის 32,7% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინითაა აცრილი.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

მათი მონაცემებით, ამ დროისთვის რუსთავში ერთი დოზით აცრილია 37 499 ადამიანი, სრულად, ანუ ორი დოზით, 32 366, ხოლო მესამე, ანუ ბუსტერ დოზა გაიკეთა 1173 აცრილმა.

რუსთავში სამიზნე მოსახლეობის 60%–ის 54,4%-ია აცრილი.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო კვირებში ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება. ამ დროისთვის ქალაქში კორონავირუსის 625 აქტიური შემთხვევაა, ხოლო თვითიზოლაციაშია 347 ადამიანი.