რუსთავში ფიროსმანის ქუჩაზე შიდა ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება.
შესაბამისი ელექტრონული ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შიდა ეზოების მოწყობა იგეგმება შემდეგ მისამართებზე: #31, 33, 35, 37, 37ა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე უნდა გაკეთდეს ოდიშარიას, 1-ლი მაისისა და გაგარინის (ფიროსმანის ქუჩიდან მშენებელთა ქუჩის კვეთამდე) ქუჩებზე ტროტუარი.
მუნიციპალიტეტიდან სამუშაოების შესასრულებლად 562 944 ლარია გამოყოფილი.