რუსთავში საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები მოეწყობა [photo]

2022-01-12 12:48:30

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე საბავშვო კუთხე მოეწყობა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მშენებელთა ქუჩის N42-თან ტრენაჟორებისა და საბავშვო გასართობი კონსტრუქციების გასაკეთებლად 46 695 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.