რუსთავში მეგობრობის გამზირზე და ფიროსმანის ქუჩაზე გარე განათებები შეიცვალა.
„რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებამა ორივე ქუჩაზე ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათი დაამონტაჟეს.
დიოდური სანათები გამოირჩევა ელექტროენერგიის ეკონომიური წვის რეჟიმითა და ეფექტური ვიზუალური განათების სისტემით. ასევე 60-70%-ით ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯებს.