მგზავრებს გადაადგილება უჭირთ

2021-12-27 11:36:53

მოქალაქეებს რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება უჭირთ.

“ინფო რუსთავს” რამდენიმე მგზავრი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ათობით ადამიანი ქალაქის მასშტაბით არსებულ გაჩერებებზე მიკროავტობუსების გამოჩენა20-30 წუთის განმავლობაში ელოდება.

საინფორმაციო სააგენტო კომენტარისთვის "ინტერტრანსს" დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიკროავტობუსები ჩვეული გრაფიკით მუშაობენ და მცირე შეფერხება თბილისში წარმოქმნილ საავტომობილო საცობს უკავშირდება.