წინასაახალწლო კონცერტი რუსთავში [video]

2021-12-26 22:12:44

რუსთავის მუნიციპალური თეატრის უკანა სკვერში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა.

კონცერტი "გაგა ფრანმა" გახსნა, რომელმაც სკვერში შეკრებილ რუსთაველებს ახალი რეპერტუარები შეუსრულა. გაგა ფრანის შემდეგ კი, რუსთაველებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე "ღამის შოუს ბენდმა" იზრუნა.

რეკრეაციულ სივრცეში ასევე იმყოფებოდნენ ანიმატორები, რომლებიც ბავშვების გამხიარულებაზე ზრუნავდნენ.

წინასაახალწლო კონცერტი რუსთაველებს საზოგადოება "რუსთავალებმა" აჩუქეს. საჩუქრის ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი ახალგაზრდობის სკვერში გაიმართება, რომელზეც ჯგუფი "Reggaeon" და "Goofy land" იმღერებენ.