ქობულეთში ახლადდამონტაჟებული გაჩერების შიგნით ხე მოაქციეს. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. როგორც ფოტოდან ჩანს, მარადმწვანე მცენარე ავტობუსის გაჩერებისთვის მოწყობილ კონსტრუქციაში მოექცა.
არსებული ინფორმაციით, ქობულეთის გამგეობა გაჩერებიდან ხის გადარგვას გეგმავს.