რუსთავის კოვიდკლინიკაში 4 პაციენტი გარდაიცვალა

2021-12-25 22:32:44

რუსთავში გასული 4 დღის განმავლობაში კორონავირუსს 4 პაციენტი ემსხვერპლა.

ოთხივე პაციენტი მკურნალობას კლინიკა "რუსთავში" გადიოდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტებს შორის სამი მამაკაცი, ხოლო ერთი ქალი იყო და ყველა მათგანი 60 წელს გადაცილებული.

რაც შეეხება ცენტრალურ საავადმყოფოს და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს, ამ კლინიკებში ბოლო 4 დღის განმავლობაში გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.

სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, რომ წინა კვირებთან შედარებით ეპიდვითარება დასტაბილურებულია და პაციენტების რაოდენობაც შემცირებული.