რუსთავში საახალწლო სოფელი ეწყობა

2021-12-25 18:32:37

რუსთავში, ახალგაზრდობის სკვერში საახალწლო სოფლის მონტაჟი მიმდინარეობს.

სამუშაოებს ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები ასრულებენ. ამ დროისთვის რეკრეაციულ სივრცეში 6 ჯიხური უკვე დგას.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" საახალწლო სოფელი სტუმრებს 29 დეკემბრიდან უმასპინძლებს.