საახალწლო საჩუქრები რუსთავის ბაღებში

2021-12-25 12:28:55

რუსთავის მერიამ ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა.

რუსთავში,  საბავშვო ბაღების 6200 აღსაზრდელი ქალაქის მერიის საახალწლო საჩუქარს მიიღებს. ბაღების აღსაზრდელების სადღესასწაულო ნობათით დასაჩუქრების ტრადიცია, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით აღადგინეს. რუსთავის მერმა, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, საჩუქრები რამოდენიმე საბავშვო ბაღში პირადად მიიტანა.

რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოცდაორივე ფილიალში, სადღესასწაულო საჩუქარი საშობაო არდადეგების დაწყებამდე დარიგდება.

კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, რუსთავის საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი თავისუფალი დასწრების რეჟიმში მიმდინარეობს. საჩუქარი გადაეცემათ იმ ბავშვებსაც, რომლებიც ამ ეტაპზე, სააღმზრდელო პროცესს არ ესწრებიან. საშობაო არდადეგები რუსთავის საბავშვო ბაღებში, 25 დეკემბრიდან, 17 იანვრამდე გაგრძელდება.

 

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს