დასუფთავების სამსახურის რეფორმა რუსთავში

2021-12-24 18:31:54

"რუსთავსერვის ცენტრის" დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები 2022 წლიდან ახალი, ბრენდირებული უნიფორმებით აღიჭურვებიან.

ფორმების გამოცვლა დასუფთავების სამსახურის რეფორმის ფარგლებში მოხდება.

გარდა ამისა, თანამშრომლებისთვის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით, ახალი წლიდან ისინი გაზრდილ შრომით ანაზღაურებას მიიღებენ.

შეგახსენებთ, 2022 წლიდან "რუსთავსერვის ცენტრის" დასუფთავების სამსახურის რეფორმა იწყება. დასუფთავების სერვისის რეფორმა, რუსთავის მერიამ, ტექნიკური რესურსის განახლებით დაიწყო და ახალი სპეციალური ტექნიკა-7 ერთეული ევრო 5-ის სტანდარტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანა შეიძინა.