შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში

2017-08-31 16:28:30

ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, სოსო ნემსძის ოფიციალური წარდგენა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში სექტემბრის პირველ რიცხვებში მოხდება. ამის შესახებ ინფორმაცია ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. გარდა ამისა სოსო ნემსაძემ, მხარის გუბერნატორს თეატრთან დაკავშირეული სამომავლო გეგმები გააცნო. რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი სოსო ნემსაძე რუსთავის მერის ბრძანების თანახმად 22 აგვისტოს დაინიშნა.