რუსთავში რესტორანი 2000 ლარით დააჯარიმეს

2021-12-25 00:24:02

რუსთავში შრომის ინსპექციის სამსახურმა რესტორანი "ოაზისი" შეამოწმა და 2000 ლარით დააჯარიმა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მონიტორინგის განხორციელების მიზეზი, სავარაუდოდ, რესტორანში კოვიდრეგულაციების დარღვევა, კერძოდ სოციალური ღონისძიების, კერძოდ კი ქელეხის, გამართვა გახდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ქელეხებისა და ქორწილების რესტორნებში გადახდა აკრძალულია.