ჩხუბი რუსთავში კოვიდპასპორტის გამო

2021-12-26 18:15:27

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ხმაური იყო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საშაურმეში მამაკაცს კოვიდპასპორტის გარეშე სურდა შესვლა, რასაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სიტუაციის განმუტვის მიზნით, კვების ობიექტის თანამშრომელმა მესხიშვილის ქუჩაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

არებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მამაკაცი დააჯარიმეს.