დაფიქსირდა თუ არა "ომიკრონი" რუსთავში

2021-12-22 18:29:01

რუსთავში კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტის არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ლალი დეკანოსიძის განცხადებით, ახალი შტამი ქვემო ქართლის მასშტაბით დაფიქსირებული არ არის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას  თქმით, საქართველოში, ამ დროის მონაცემებით, "ომიკრონის" 24 შემთხვევაა დადასტურებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები