ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი რამდენჯერმა ამობრუნდა და ბოლოს ხეს შეეჯახა. თავდაპირველად შემთხვევის დროს დაშავებული სამი პირი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
ფოტო: jnews