რუსთავი-გაჩიანის გზაზე მოძრავ ავტომობილს 20-მდე ტყვია ესროლეს[video]

2021-12-20 22:18:54

რუსთავი-გაჩიანის საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილს 20-მდე ტყვია ესროლეს. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "რენჯროვერის" მარკის ავტომობილის მიმართულებით სხვა ავტომობილიდან 20-მდე გასროლა მოხდა. "რენჯროვერში" მჯდარი დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სავარაუდო დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მასალა განახლებადია




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები