რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.
ამჯერად ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები საახალწლო ილუმინაციებს შარტავას გამზირზე შუაგამყოფ ზოლზე ამონტაჟებს.
საახალწლოდ განათებები უკვე გაკეთებულია, მეგობრობის, კოსტავას გამზირზე, ასევე ცენტრალურ მოედანსა და ხიდზე.
შეგახსენებთ, ქალაქში მთავარი ნაძვის ხე და განათებები 25 დეკემბერს აინთება.