რუსთავის 2 კოვიდკლინიკაში 18, 19და 20 დეკემბერს კორონავირუსს 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილებს შორის 4 მკურნალობის კურს ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადიოდა. როგორც კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა პაატიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ინფიცირებულებს შორის 3 ქალი, ხოლო ერთი კაცი იყო. ოთხივე მათგან აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები.
1 ადამიანი გარდაიცვალა კლინიკა "რუსთავში". როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, გარდაცვლილი 56 წლის მამაკაცია, რომელსაც გადატანილი ჰქონდა ინფარქტი და აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია.