რუსთავში ახალგაზრდობის სკვერი დაასუფთავეს

2021-12-20 17:38:54

რუსთავში, ახალგაზრდობის სკვერი დაასუფთავეს.

სამუშაოები ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა შეასრულეს.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა რეკრეაციული სივრცის მოწესრიგების მიზნით, ტერიტორიაზე არსებული ხეების გადაბელვისა და დამორვის სამუშაოები შეასრულეს.