რუსთავში მამაკაცმა ქალს მობილური ყიდვის მიზნით გამოართვა და ადგილიდან მიიმალა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 35 წლამდე ქალი 40 წლამდე მამაკაცს შარტავას გამზირზე იმ მიზნით შეხვდა რომ მისთვის აიფონის ბრენდის მობილური მიეყიდა. მამაკაცმა ქალს მობილური ტელეფონი გამოართვა და უთხრა რომ რამდენიმე წუთში ფულს მოუტანდა, მოგვიანებით კი აღმჩნდა რომ მყიდველი ადგილიდან მიიმალა.
დაზარალებულმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცავებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.