17 წლის ბიჭს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს

2021-12-19 12:08:22

ნუცუბიძის პლატოზე, ცივი იარაღით 17 წლის ბიჭი დაჭრეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა, თუმცა, ამ ეტაპზე, კონკრეტული მოტივი უცნობია.

შემთხვევა ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მდებარე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა. პოლიციამ სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები უკვე გამოკითხა, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე ასევე არასრულწლოვანია. შსს-ს ამ დროისთვის არავინ არ დაუკავებია.