"ეკომეგობრული რუსთავი" [photo]

2021-12-18 20:52:51

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს სკუტერების ფედერაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიება "ეკო მეგობრული რუსთავი" გაიმართა, რომლის მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ელექტრო ტრანსპორტის მოხმარების სიკეთეების გაცნობა იყო.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოში სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი ელექტრო სკუტერები ეხილათ და ტესტდრაივიც გაეკეთებინათ.

"პროექტს ჰქვია ეკო მეგობრული რუსთავი, რომლის მიზანიცაა რუსთავის მოსახლეობასა და აქ ჩამოსულ სტუმრებში მოხდეს ცნობიერების ამაღლება ისეთ ტრანსპორტთან დაკავშირებით, როგორიცაა ელექტრო სკუტერები. რატომაა მისი მოხმარება მნიშვნელოვანი და სასარგებლო საზოგადოებისთვის.

პირველი არის რომ არ გამოსცემს ხმას და არავინ წუხდება. მისი მოხმარების დროს ვერ მოხვდები საცობში, რაც დღეს დიდი პრობლემა და გამოწვევაა ყველა ქალაქში. რაც ყველაზე მთავარია ელექტრო სკუტერი არ მოიხმარს საწვავს, შესაბამისად მისი მოხმარებით ადამიანები არამარტო გადაადგილდებიან, არამედ უფრთხილდებიან გარემოსაც.

რუსთავში ძალიან მაღალია ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი და ჩვენ მოსახლეობს ვცდილობთ ავუხსნათ და მოვუწოდოთ, რომ მოიხმარონ ელექტრო ტრანსპორტი მოიხმარონ, რაც ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას გამოიწვევს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" საქართველოს სკუტერების ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გენო მამულიამ.

ღონისძიებაში, რომელიც რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა არტისტებმაც, რომლებმაც ეკომეგობრულ თემატიკაზე სხვადასხვა ნახატი დახატეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები