ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით დავით აღმაშენებლის გამზირზე, რაგბის სტადიონის მიმდებარედ, ერთმანეთს პატრულის ეკიპაჟი, "შკოდას" მარკის ავტომობილი და "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
ავარიის შედეგად პატრულის 2 თანამშრომელი დაშავდა, მათი გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა. კლინიკაში პაციენტების მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. არსებული ინფორმაციით პატრულის ერთერთი თანამშრომელი შედარებით მძიმედ დაშავდა, მეორემ კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.