2021-12-17 15:54:41
რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე არსებულ ასლანიკაშვილის სკვერში ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები ჩატარდა.
სამუშაოები "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა განახორციელეს.
დღის განმავლობაში, ხეების მოვლაში სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი იყო ჩართული.
აღნიშნული სამუშაოები ჩატარდა მეგობრობის გამზირზეც.
შეგახსენებთ, ქალაქის მასშტაბით ხეებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.