რუსთავის ბაგა- ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, სექტემბრის თვეში ბაგა-ბაღებში დასწრება თავისუფალი იქნება.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის რამდენიმე ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ, შესაძლოა ზოგიერთ ფილიალში სააღმზრდელო პროცესი შედარებით გვიან დაიწყოს. აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სექტემბრის პირველ ნახევარში, შესაბამისი საბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.
სკოლებში კი სწავლა პარასკევს, 15 სექტემბერს, დაიწყება. ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ”საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება”.
სახალხო დამცველის ინფორმაციით აპარატის ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონში 28 ავარიული სკოლაა, მათგან ერთ-ერთი რუსთავის №26-ე საჯარო სკოლაა, რომელშიც 400-მდე მოსწავლე სწავლობს. როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, №26-ე სკოლაში გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს და 15 სექტემბრამდე ყველა პრობლემა აღმოფხვრილი იქნება.