საბერძნეთში შესწვლის წესები მკაცრდება

2021-12-16 14:03:23

საბერძნეთი, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს.

bloomberg ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება და ქვეყანაში შესვლის ნებართვა მხოლოდ იმ მოგზაურებს ექნებათ, რომლებიც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.

აღნიშნული წესი ძალაში 19 დეკემბრიდან შედის.

საბერძნეთში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლის კვლავ ზრდას განაგრძობს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები