ახალ საახალწლო ნაძვის ხეს, რომელიც რუსთავის მერიამ შეიძინა, ახალგაზრდობის სკვერში განათავსებენ.
ნაძვის ხის აწყობის სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები რამდენიმე დღეში დაიწყებენ. ამ ეტაპზე რეკრეაციულ სივრცეში განთავსებულია ანგელოზისა და პატარა ნაძვის ხის ფორმის განათებები.
პარალელურად მიმდინარეობს ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის აწყობაც.
ცნობისთვის, ქალაქის მერიამ ახალი ნაძვის ხე 15 254 ლარად შეიძინა.