რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე გახდა

2017-08-29 16:05:12

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნული პოზიცია რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დაიკავა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიაში განუცხადეს, შესაბამის ბრძანებას ქალაქის მერმა 22 აგვიტოს მოაწერა ხელი.

რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობა სულ ხუთმა კანდიდატმა: მაია შენგელიამ, ეკატერინე კვირკველიამ, თამარ ხიზანაშვილმა, ნუკრი არჩვაძემ  და სოსო ნემსაძემ მიიღო.

სოსო ნემსაძე აქამდე გორის გიორგი ერისთავის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

შეგახსენებთ, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად კონკურსი ორჯერ ჩაიშალა, მესამედ კი რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა.