2021-12-13 19:12:29
საახალწლოდ რუსთავში ახლადრეაბილიტირებული თეატრის უკანა სკვერი ირთვება.
რეკრეაციულ სივრცეში საახალწლო ილუმინაციები, ანგელოზის ფორმის ფიგურები და ახალი წლის ნაძვის ხე "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა განათავსეს.
სამზადისი მიმდინარეობს ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის ცენტრალურ მოედანზე.
უკვე მორთულია კოსტავას გამზირი, შარტავას, ცენტრალური ხიდი.