რუსთავის კოვიდკლინიკებში 11,12 და 13 დეკემბერს კორონავირუსს 8 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილს შორის ერთ-ერთი 31 წლის მამაკაცია, რომელიც რუსთავში სამართალდამცავად მუშაობდა. ინფიცირებული მკურნალობას კლინიკა რუსთავში გადიოდა.
ამავე კლინიკაში ბოლო სამ დღეში ახალგაზრდა კაცის გარდა კორონავირუსს კიდევ 3 ადამიანი ემსხვერპლა. სამივე მათგანი ქალია, და მათი ასაკი 60-დან 80 წლამდეა.
3 ადამიანი გარდაიცვალა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის 2 კაცი, ხოლო ერთი ქალბატონია. სამივე მათგან თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა.
2 პაციენტი გარდაიცვალა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში. კლინიკური დირექტორის, მანანა კაპანაძის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის ერთი ქალი, ხოლო მეორე მამაკაცი იყო.