რუსთავში, კოსტავას გამზირზე საახალწლო განათებებს ამონტაჟებენ

2021-12-13 12:31:02

რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს.

სამუშაოებს აიიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები ახორციელებენ.

სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ამ ეტაპზე მერიის წინ ცენტრალურ მოედანს რთავს.

ცნობისთვის, განათებები უკვე განთავსდა კოსტავას გამზირზე არსებული საცხოვრებელი სახლების აივნებზე და ასევე შარტავას გამზირზე შუა გამყოფ ზოლზე.

შეგახსენებთ, საახალწლო ილუმინაციებისა და დეკორაციების დამონტაჟების სამუშაოებს რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.