ჩხუბი “კოლხეთი 1913”-ისა და "რუსთავის” მატჩზე [video]

2021-12-12 15:45:18

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე "კოლხეთი 1913"-ისა და "რუსთავის" მატჩი ხელჩართული ჩხუბითა და დაპირისპირებით დასრულდა.

ფოთის გულშემატკივრის გაღიზიანება მსაჯების გადაწყვეტილებებმა თამაშის მსვლელობისას არაერთხელ გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ, სიტუაცია უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეხვედრაში "კოლხეთი 1913"-ის მიერ გატანილი გოლი არ ჩაითვალა.

მსაჯობით უკმაყოფილო მაყურებელმა ტრიბუნიდან სტადიონის  მიმართულებით ჯერ ბოთლები ისროლა, შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ადგილზე სიტუაციის განმუხტვას პოლიცია ცდილობდა.

ეს გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა იყო, სადაც ეროვნულ ლიგა 2-ში თამაშის ბედი წყდებოდა.

შეხვედრა 1:1 დასრულდა, რამაც სტუმრად მყოფ "რუსთავს" უპირატესობა მოუტანა და გუნდმა ლიგა 2 -ში ადგილი შეინარჩუნა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები