ავარია რუსთავი-გაჩიანის გზაზე

2021-12-11 17:45:03

რუსთავი-გაჩიანის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფორდის" მიკროავტობუსი და "ჰიუნდაის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.