რუსთავის ბაღების აღსაზრდელები საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ

2021-12-14 13:58:07

რუსთავის მუნიციპალიტეტი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში საბავშვო ბაგა-ბაღების 6170 აღსაზრდელებისათვის სასაჩუქრე ნაკრების შეისყიდის.

აღნიშნულთან დაკავშირებით (ა)იპ ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების, გაერთიანებამ" შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

საწყისი თანხა სასაჩუქრე ნაკრებისთვის 96 231 ლარია, თუმცა ტენდერში მონაწილე ორი კომპანია ნაკრებების შეძენას უფრო დაბალ ფასში სთავაზობს.

ბაგა-ბაღების გაერთიანებას 6170 ბავშვისთვის სასაჩუქრე ნაკრების გაკეთებას შპს ვ.ტ. 88 304 ლარად, ხოლო შპს სპორტ სერვისი 84 878 ლარად სთავაზობს.

ტენდერი ამ დროისთვის შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

სასაჩუქრე ნაკრებებში მუნიციპალიტეტის მოთხოვნით უნდა იყო:

1.ნამცხვარი (ორცხობილა)ვიტამინიზირებული-ნამცხვარი (ორცხობილა) შეფუთვაში არანაკლებ 10 ცალი მართკუთხედი ფორმის . არანაკლებ 112 გრამი; კონსერვანტებისა და საღებავების დანამატების გარეშე, ქარხნული, ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით; ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 463 კ/კალორია.

2.ბისკვიტის ნამცხვარი- ბისკვიტის ნამცხვარი შეფუთვაში ერთი ცალი, დათვის ფორმის არანაკლებ 30 გრამი. კონსერვანტებისა და საღებავების დანამატების გარეშე, მხოლოდ ნატურალური არომატიზატორებით. არ უნდა შეიცავდეს გლუტეინს. ქარხნული,
ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით; ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 394 კ/კალორია.

3.რძიანი შოკალადის ფილა-შოკოლადი შეფუთვაში ერთი ცალი, მართკუთხედის ფორმის. არანაკლებ 46 გრამი. არ უნდა შეიცავდეს გმო-ს. შოკოლადის მასაში კაკაოს პროდუქტების მინიმალური შემცველობა 29,1 %. ქარხნული, ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით; ენერგეტიკული ღირებულება: 100
გრამ პროდუქტზე არანაკლებ 531 კ/კალორია.

4.ვაფლი -კაკაოს შიგთავსით დაფარული რძიანი შოკოლადით. მასა არანაკლებ 31 გრამი. შეფუთვაში ერთი ცალი. ქარხნული, ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით; შოკოლადის მასაში კაკაოს პროდუქტების მინიმალური შემცველობა 25 %. ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 525 კ/კალორია.

5.ვაფლი-ვაფლის შიგთავსი: რძიანი შოკოლადით და თხილით. არ უნდა შეიცავდეს გმო-ს.მასა არანაკლებ 24 გრამი. შეფუთვაში ერთი ცალი. ქარხნული, ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით; ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 6200 563 კ/კალორია.

6.დრაჟე შაქრის გლაზურში-დრაჟე შაქრის გლაზურში ხილის და კენკრის შიგთავსით ქარხნული, ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით. შიგთავსის მასა არანაკლებ 30%. შეფუთვაში არანაკლებ 34 ცალი დრაჟე.. მასა 38 გრ. არ უნდა შეიცავდეს გლუტენს. ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 410 კ/კალორია.

7.-ორცხობილა რძით -ორცხობილა რძით მრგვალი ფორმის, კაკაოსა და ვანილის გემოს მქონე შიგთავსით. ქარხნული, ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით. შეფუთვაში არანაკლებ 4 ცალი. მასა არანაკლებ 38 გრამი. ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 486 კ/კალორია.

8.შოკოლადის ბატონი-შოკოლადის ბატონი სუფლეთი. სუფლეს შემცველობა ბატონში არანაკლებ 61 %, რძიანი შოკოლადით დაფარული, რძიანი შოკოლადის შემცველობა არანაკლებ 39%. მასა არანაკლებ 26 გრამი. შეფუთვაში ერთი ცალი. ქარხნული, ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით; ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 453 კ/კალორია. არ უნდა შეიცავდეს საღებავებსა და კონსერვანტებს.

9.ნამცხვრის ფილა-ნამცხვრის ფილა შოკოლადის არომატის მქონე მინანქრითა და კაკაო გულსართით, ზედაპირი შოკოლადის ხაზებით.შეფუთვაში ერთი ცალი. ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 449 კ/კალორია. წონა არანაკლებ 32 გრამი. ქარხნული, ილუსტრირებული, გაუმჭვირვალე შეფუთვით;

10.კარამელი ჯოხზე-კარამელი ჯოხზე სხვადასხვა არომატით, ფორმით და ფერით შეფუთვა გამჭვირვალე შესაფუთ მასალაში,დამაგრებული მუყაოს ქაღალდზე რომელიც არის ასევე გამოსაჭრელი სათამაშო. მასა 25 ±5 გრამი..ენერგეტიკული ღირებულება: 100 გრამ პროდუქტზე არანაკლებ 397 კ/კალორია.

11.ნაძვის ხის სათამაშო-მრგვალი ფორმის. დიამეტრი არანაკლებ 5 სმ.. სხვადასხვა ფერის. არ უნდა იყოს მსხვრევადი მასალის და სინთეტიკური ქაფი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები