რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება

2021-12-09 18:10:08

რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. სამუშაოებს აიიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები ახორციელებენ.

სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ამ ეტაპზე მეგობრობის გამზირზე არსებულ გზის შუაგამყოფ ზოლს რთავს და სამუშაობს შარტავას გამზირის ჩათვლით გააგრძელებს.

ცნობისთვის, განათებები უკვე განთავსდა კოსტავას გამზირზე არსებული საცხოვრებელი სახლების აივნებზე.

შეგახსენებთ, საახალწლო ილუმინაციებისა და დეკორაციების დამონტაჟების სამუშაოებს რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.