ვერტმფრენი წყალსაცავიდან ამოიტანეს (ვიდეო)

2017-08-28 18:10:06

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი - "მი-8" ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან ამოიტანეს. სამაშველო ღონისძიებაში შესაბამისი მძიმე ტექნიკა იყო ჩართული. ვერტმფრენის წყლიდან ამოტანის პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი დაეწრო.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს დღეს თბილისში, ექსპერტიზაზე გადაიტანენ.

შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში 27 აგვისტოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელანახეთ ვიდეო.