რუსთავის მერიასთან კიპაროსის ბონსაი დაირგო [photo]

2021-12-09 17:54:20

რუსთავის მერიის მიმდებარედ არსებულ დეკორატიულ ქოთნებში ხის ნერგები დაირგო.

ქალაქის განახლებულ მთავარ მოედანზე "რუსთავსერვის ცენტრის" სასათბურე მეურნეობაში გამოყვანილი იშვიათი ფორმის კიპაროსის ბონსაი დარგეს.

კიპაროსის ბონსაი სანერგეში დაახლოებით 5 წლის განმავლობაში გამოჰყავდათ.

სამუშაოები "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა განახორციელეს. შეგახსენებთ, რომ ქალაქში მცენარეების მოვლა-პატრონობას სწორედ აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს.