მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლაში მუშაობის მსურველებისთვის ვაკანსია გამოაცხადა.
რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ამ ეტაპზე ვაკანსიები დარჩენილია სკოლა "საუნჯეში":
1.მასწავლებელი/მაძიებელი - ისტორია, VII, IX, X, XI, XII კლასები, განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 20 დეკემბერი;
2.მასწავლებელი/მაძიებელი - ქართული ენა და ლიტერატურა, IX, X, XII კლასები, განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 30 დეკემბერი.
ვაკანსიებს, რომლებიც ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაძიებელ მასწავლებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ Teacherjobs.ge-ზე.