"თითქმის ყველა ბაღში გვაქვს ერთეული შემთხვევები"

2021-12-09 15:27:15

რუსთავის N8 სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან მიაწოდეს.

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განგვიცხადა, ვირუსის დადასტურება თვითიზოლაციაში მოხდა და შემთხვევა არც ბაღის და არც ცალკეული ჯგუფის დახურვას არ გამოიწვევს.

ამ დროისთვის, რუსთავში კორონავირუსის გამო ორი ბაგა-ბაღი, 23-ე და 37-ე სააღმზრდელო დაწესებულებებია დახურული.

კორონავირუსის შემთხვევები ფიქსირდება როგორც თანამშრომლებში, ისე აღსაზრდელებში.

ეკა ხუციშვილის თქმით, ერთეული შემთხვევები თითქმის ყველა ბაღშია დადასტურებული, სადაც ცალკეული ჯგუფების დახურვა მოხდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები