რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-12-08 20:38:17

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 დეკემბერს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში კოსტავას, რუსთაველის, ბათუმის, ასლანიკაშვილის, კონსტიტუციის, ბარათაშვილის, არაყიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.