რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2021-12-07 21:13:12

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 დეკემბერს:

12:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში კოსტავას, 1 მაისის, ნიკოლაძის, დუმბაძის, რუსთაველის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში კოსტავას, 1 მაისის, მშენებელთა, სპორტის, ფიროსმანის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე.  

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.