"გაზის სუნი მოდისო და ვეღარ ვძლებთო"

2021-12-07 18:22:52

მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთ კორპუსთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და "სოკარ გაზ ჯორჯიას" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, კორპუსის გარე კედელზე მიმაგრებული გაზის ერთ-ერთი მილი დაზიანებულია, რის გამოც ბუნებრივი აირი გარეთ ჟონავდა.

კორპუსის მცხოვრების თქმით, სუნს დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდნენ და პრევენციის მიზნით ადგილზე შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს.

"ბიჭებმა თქვეს, გაზის სუნი მოდისო და ვეღარა ვძლებთო. სუნს ვგრძნობდით ჩვენც. მილია გამოსაცვლელი",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ადგილობრივმა.

ცნობისთვის, 1 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, მოწამვლაზე, გაზის გაჟონვაზე ბინასა თუ სადარბაზოში სოკარში 212 გამოძახება შევიდა, აქედან 131 დადასტურებული შემთხვევაა. როგორც კომპანიაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, გამოძახებებიდან 4 შემთხვევაში საქმე CO-ს ეხებოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები