რუსთავის მასშტაბით 4 სკოლა სწავლების სრულ დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, 1-ლი, მე-8, 24-ე და 26-ე საჯარო სკოლების დახურვის მიზეზი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის კორონავირუსი დადასტურება გახდა.
გარდა სკოლებისა, ქალაქის მასშტაბით კორონავირუსის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე 50-მდე ცალკეული კლაებია გადასული.