ნოემბრის თვეში, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან, ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის 170 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაცია ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოდან მიაწოდეს.
მართალია, შემთხვევების უმრავლესობა ძაღლებსა და კატებზე მოდის, თუმცა ფიქსირდება ადამიანის მღრღნელების მიერ დაკბენი ფაქტებიც.
შემთხვევები ცხოველების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
ძაღლი - 124 შემთხვევა;
კატა - 32 შემთხვევა;
დანარჩენი კი თაგვებსა და ზაზუნებზეა გადანაწილებული.
156 დაკბენის შემთხვევიდან, საუბარია ძაღლლებსა და კატებზე, პატრონის იდენტიფიცირება მხოლო 1 შემთხვევაში ვერ მოხდა.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.